27 აპრილი 2024,   01:24
ვრცლად
ბეირუთში ანტისამთავრობო დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა

ცრემლსადენი გაზი, ქვების სროლა და მაღაზიების ფანჯრების მსხვრევა - ასეთი სურათია ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში, სადაც ანტისამთავრობო დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა.

მოსახლეობა მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ პრობლემების მოსაგვარებლად რეფორმებს ნელი ტემპით ატარებს.

საპროტესტო აქციები ქვეყანაში ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, თუმცა, მსოფლიო პანდემიის გამო, 3-თვიანი შეზღუდვების შემდეგ, მოსახლეობა პირველად დაბრუნდა ქუჩაში.

დღის ამბები