06 სექტემბერი 2026,   11:29
ვრცლად
ხუთმა შემთხვევამ გარკვეულად შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით - ამირან გამყრელიძე 

დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ეპიდემიოლოგებთან საუბარი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციასა და მოსალოდნელ რისკებს შეეხო. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს დაუდგენელი წყაროდან ინფიცირებული პაციენტების შესახებაც ისაუბრა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან, ერთის კონტაქტები გარკვეულწილად დადგენილია.

ხოლო დანარჩენ 4 შემთხვევას რაც შეეხება, მიმდინარეობს მათი პირველადი კონტაქტების ეპიდკვლევები. ასევე მიმდინარეობს მათი მეორადი და მესამედი კონტაქტების ძიება და ტესტირებაც.

"ხუთმა შემთხვევამ გარკვეულად შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით. ამ ხუთიდან ერთის წყარო გარკვეულად დადგენილია დიდი ალბათობით შემიძლია გითხრათ. ხოლო დანარჩენ ოთხზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, კვლევები და აღებულია საკმაოდ დიდი რაოდენობა მათი პირველადი კონტაქტების, მიმდინარეობს ასევე მეორადი-მესამედი კონტაქტების ძიება და მათი ნიმუშების აღება, ასევე ტესტირება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასევე ამ ოთხ შემთხვევაზეც გავალთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები