სპეცოპერაცია ქავთარაძის ქუჩაზე - სამართალდამცავებმა 1 პირი დააკავეს
ქავთარაძის 14-ში სპეცოპერაცია დასრულდა, თუმცა ადგილზე სამართალდამცავები რჩებიან. სპეცოპერაციას სუს-ი ატარებდა.
როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, ეროვნებით ჩეჩენი, ერთი პირი დააკავეს, დიდი ალბათობით საქმე ნარკოდანაშაულს ეხება.
დაკავებული ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ნაქირავები ბინაში ცხოვრობდა სადაც ამ წუთებში სავარაუდოდ ჩხრეკა მიმდინარეობს.
სამართალდამცავებმა, ცოტა ხნის წინ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან გარკვეული ნივთმტკიცებები ამოიღეს, თუმცა კონკრეტულად რა - ჯერჯერობით უცნობია.
ადგილობრივებს უშუალოდ დაკავებულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ, ვინაიდან პირი ბინაში სულ რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა.
ადგილზე ამ დრომდე საპატრულო პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.