26 აპრილი 2024,   16:02
ვრცლად
იტალიაში საფეხბურთო სეზონი ტურინის "იუვენტუსისა" და "მილანის" დაპირისპირებით განახლდა

იტალიაში საფეხბურთო სეზონი ტურინის "იუვენტუსისა" და "მილანის" დაპირისპირებით განახლდა. ქვეყნის თასის განმეორებითი ნახევარფინალი 0:0 დასრულდა. "სან სიროზე" გამართულ პირველ მატჩში კი 1:1 იყო დაფიქსირებული და სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, თასის ფინალში იუვენტუსი გავიდა.

კრიშტიანო რონალდომ პირველ ტაიმში პენალტი ვერ გამოიყენა. მალევე, მოედნიდან მილანის ფეხბურთელი ანტე რებიჩი გააძევეს და დარჩენილ დროში მილანელებმა ბურთის გატანა ვერ შეძლეს.

მეორე ნახევარფინალური მატჩი დღეს გაიმართება და "ნაპოლი" მილანის "ინტერს" უმასპინძლებს. პირველი თამაში ნეაპოლელებს მილანში 1:0 აქვთ მოგებული და ფინალთან, რომელიც 17 ივნისს უნდა გაიმართოს, ძალიან ახლოს არიან.

დღის ამბები