27 აპრილი 2024,   02:55
ვრცლად
ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

ევროკავშირის საბჭოში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოსკოვის მხრიდან მინსკის შეთანხმებები სრულად არ არის შესრულებული.

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები რუსულ ბანკებსა და კომპანიებს ევროკავშირის პირველადი და მეორადი კაპიტალის ბაზრებზე წვდომას უზღუდავს.

ასევე, სანქციები კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის წვდომას გარკვეულ ტექნოლოგიებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში.

ორგანიზაციის მხრიდან სანქციების გახანგრძლივების მიზეზი უკრაინაში მიმდინარე არასტაბილური მოვლენები გახდა, რომელთა შემოქმედად ევროკავშირი რუსეთს მოიაზრებს.

დღის ამბები