27 აპრილი 2024,   03:46
ვრცლად
20 ივნისის მოვლენები, გაუარესებული პოლიტიკური და მედია გარემო - ISFED-ის შეფასებით, ქვეყანაში წინასაარჩევნო ფონი დაძაბულია

როგორია წინასაარჩევნო ვითარება საქართველოში - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში არსებულ ფონს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" აფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია საკმაოდ დაძაბულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და იმ მიზეზებს ასახელებს, რამაც ამ ფონის შექმნას ხელი შეუწყო, მაგალითად, პარტიებს შორის 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შეუსრულებლობა.

"სამართლიან არჩევნებში" ამბობენ, რომ ქვეყნისთვის მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

"ადგილი ჰქონდა ძალიან სამწუხარო მოვლენებს, რომელიც უკავშირდება 20 ივნისის ფაქტს. ამან გამოიწვია ძალიან სერიოზული გაუარესება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემოსი, რაც წლის განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდა, მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" არ მიიღო სრულად პროპორციული სისტემა.

პრობლემას წარმოადგენდა მედია გარემო. განსაკუთრებით პრობლემატური იყო აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები," - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ.

წინასაარჩევნო ფონის მონიტორინგი არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

დღის ამბები