27 აპრილი 2024,   06:56
ვრცლად
"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონზე მორიგი შეტევა იგეგმება

"თამბაქოს კონტროლის ალიანსი" ნაწარმის რეკლამირების გახანგრძლივებას და პროდუქციის შიდა ხილვადობის  2021 წლის 1 იანვრიდან აკრძალვის ნაცვლად,  2024 წლის 1 იანვრამდე გადაწევას აპროტესტებს და განცხადებას ავრცელებს. 

"თამბაქოს ინდუსტრია პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს. ამჯერად, მის ინტერესებს, ააიპ "ქართულ მაღაზიათა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე, ლუკა ჭელიძე წარმოადგენს. ორგანიზაცია, რომლის მისიაც, თურმე, მხოლოდ ქართული ჯანსაღი პროდუქციის პოპულარიზაციაა, რატომღაც მისივე ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოდის. მთავრობისადმი მიმართვაში თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების გახანგრძლივებას და პროდუქციის შიდა ხილვადობის  2021 წლის 1 იანვრიდან აკრძალვის ნაცვლად,   2024 წლის 1 იანვრამდე გადაწევას ითხოვს. 

თამბაქოს კონტროლის ალიანსისთვის ამ ინიციატივის, როგორც საკანონმდებლო წინადადების  სახით  განხილვაც კი, მიუღებელია.

მივმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას არ მისცეს არანაირი მსვლელობა ასოციაციის წინადადებას, რომელიც არ ეყრდნობა არანაირ მტკიცებულებას და საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

მივმართავთ  USAID-ს და ასოციაციის სხვა დონორ ორგანიზაციებს, შეუჩერონ საგრანტო პროგრამები ასოციაციას, იმ დრომდე, ვიდრე ისინი ოფიციალურად არ განაცხადებენ, რომ თამბაქოს ნაწარმის ან კომპანიების პოპულარიზაციას არ მიმართავენ," - აღნიშნულია "თამბაქოს კონტრილის ალიანსის" განცხადებაში.

დღის ამბები