ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 106 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი კი 87%-ზე მეტია.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 ახალი შემთხვევიდან სამივე შემოტანილია და ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან. ერთ მათგანს ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ, სადაც მისი ჩათვლით კორონავირუსით დაინფიცირებული 24 პაციენტი იმყოფება.
პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია და ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის და მსუბუქი. ახალი პაციენტის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა.