27 აპრილი 2024,   04:49
ვრცლად
პოლიტიკური ორგანიზაციის "ლელოს" წევრები პოლიციამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში არ შეუშვა

პოლიტიკური ორგანიზაციის "ლელოს" წევრები, მათ შორის საკრებულოს მოქმედი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, სამართალდამცველებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში არ შეუშვეს.

მომხდარს ლელოში აპროტესტებენ და პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითად თვლიან.

"ამოვედით სოფელ დიცში იმისათვის, რომ მოსახლეობისთვის გაგვეცნო ჩვენი პარტიის მიზნები და პროგრამა, თუმცა ამ სოფელში არ გვიშვებენ, ეს პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითია. ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და არავის აქვს უფლება აგვიკრძალოს,"- აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პაპუნა კობერიძე.

პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები მათი კონსტიტუციური უფლების დარღვევაზე საუბრობენ.

"თუ ეს კიდევ ასე გაგრძელდება და "ლელოს" გადაადგილება შეზღუდული იქნება, საგანგებო ზომებს მივიღებთ. გვეუბნებიან რომ ჩვენს უსაფრთხოებას იცავენ, მაგრამ ეს სამარცხვინო განცხადებაა,"- აღნიშნავს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სოსო ვახტანგაშვილი.

დღის ამბები