18 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქის დაჭრას და დაკავებას ადასტურებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. დე ფაქტო უწყების განცხადებით, 33 წლის ზაზა კახელაძემ ე.წ საზღვარი 11 ივნისს 9:30 საათზე  დაარღვია და ღრმად შევიდა "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე, სოფელ ახმაჯის მახლობლად.

"მესაზღვრეების გამოჩენის შემდეგ ზაზა კახელიძემ მათი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, საპასუხო სროლის შედეგად კი ტერფში დაიჭრა და დაკავებული იქნა,"- აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, კახელიძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები