05 მაისი 2024,   01:31
ვრცლად
შოპინგის მოყვარულთა ნამდვილი სამოთხე და ამერიკის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო როდეო დრაივი პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად იხსნება

ბევერლი ჰილზში, როდეო დრაივი პანდემიის შემდეგ პირველად იხსნება. შოპინგის მოყვარულთა ნამდვილი სამოთხე და ამერიკის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო 1906 წელს ბერტონ გრინმა, რამდენიმე ინვესტორთან ერთად დაარსა. მათი გეგმა იყო, იმდროინდელი როდეო რანჩო მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე ძვირადღირებული მაღაზიებისა და ბუტიკების წერტილი გამხდარიყო. ასეც მოხდა, 1967 წელს კი ქუჩაზე პირველი მაღაზია ჯიორჯო არმანიმ და მალევე - გუჩის სახლმა გახსნეს. დღეს როდეო დრაივზე მოხვედრას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ცდილობენ, როგორც ცნობილი ბრენდები, ასევე ამ ბრენდების მყიდველები.

პანდემიის შემდეგ ქუჩა პირველად იხსნება, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების გარდა, სრულად გადაამზადეს მომსახურე პერსონალი, კიდევ უფრო პრივატული გახადეს შოპინგის ხელოვნება და პირბადეები იტალიაში, ხელით დამზადდა განსაკუთრებული აბრეშუმის ქსოვილისგან. უფრო მეტიც, ის შესაძლებელია, მსურველმა შეიძინოს ჰალსტუხსა და ცხვირსახოცთან ერთად კომბინაციაში და თითოელის ფასი 1500 დოლარამდეა. 

როდეო დრაივი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ელიტარული ქუჩის სახელს ატარებს, მომხმარებლებისთვის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტების დანერგვას კიდევ ერთხელ გეგმავს.

როდეო დრაივს, დიდი პოპულარობა საკულტო ფილმა "ლამაზმანმა" მოუტანა. სწორედ ჯულია რობერტსის გმირის ყველაზე დასამახსოვრებელი შოფინგი, ამ ქუჩის მთავარ სიმბოლოდ იქცა.

ავტორი : სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები