02 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
იტალიაში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. სტიქია ქალაქ პალერმოში უხვმა ნალექმა გამოიწვია.

დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და შენობები. წვიმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მოსახლეობა ჩაძირული მანქანებიდან გადმოსვლას და წყალში ცურვას ძლივს ახერხებდა.

ადილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სინოპტიკოსები ასეთი მასშტაბის ნალექს არ პროგნოზირებდნენ, რის გამოც მთავრობამ მოსახლეობის გაფრთხილება ვერ მოასწრო.

მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა პალერმოში ბოლოს 1790 წელს მოხდა.

დღის ამბები