05 მაისი 2024,   09:47
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 15 მილიონს უახლოვდება

მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელი 15 მილიონს უახლოვდება. ამ ეტაპზე რთული ეპიდსიტუაცია ნარჩუნდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მონაცემები კვლავ მზარდია ლათინო ამერიკის ქვეყნებში.

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 80 ათასს გადააჭარბა. COVID-19 დაუდასტურდა ბრაზილიის კიდევ ორ მინისტრს.

შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს ევროპის ქვეყნებში. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსი უფრო ინტენსიურად ცირკულირებს.

ესპანეთში კი COVID-19-ის გავრცელების ტემპი ბოლო 3 კვირაში სამჯერაა გაზრდილი. პარალელურად, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები მეხუთე დღეა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად თანხის გამოყოფაზე შეთანხმებას ცდილობენ.

რაც შეეხება საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებში არსებულ ვითარებას - ლეტალობისა და ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთში ფიქსირდება. მას მოსდევს თურქეთი, სადაც ვირუსს 5,500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს აზერბაიჯანსა და სომხეთში.

დღის ამბები