05 მაისი 2024,   03:15
ვრცლად
ხანძარი ციმბირში - ცეცხლი ტყის მასივის 28 000 ჰექტარზეა გავრცელებული

ხანძარი რუსეთში - ცეცხლი ციმბირში ტყის მასივს უკიდია. ხანძარი 28,000 ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები და მოხალისეები ცდილობენ.

სინოპტიკოსების პროგნოზით, რეგიონში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, რაც ცეცხლის გავრცელებას ხელს შეუწყობს.

ორგანიზაცია "გრინპისის" მონაცემებით, მიმდინარე წელს ხანძრების შედეგად ციმბირში 5 მილიონამდე ჰექტარია დამწვარი.

დღის ამბები