05 მაისი 2024,   10:38
ვრცლად
მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება - შეზღუდვების შემსუბუქება სტატისტიკაზე ნეგატიურად აისახა

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება მსოფლიოში. შეზღუდვების შემსუბუქება სტატისტიკაზე ნეგატიურად აისახა. მსოფლიოში COVID ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 მილიონს მიაღწია, პანდემიას 613 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კვლავ კრიტიკულად მძიმედ რჩება 64 000 პაციენტის მდგომარეობა.

რთული ვითარებაა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ბოლო 24 საათში შტატებში 63 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბრაზილიაში კი ინფიცირებულთა რიცხვი 21 ათასს გასცდა.

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯანმო მხარს უჭერს პირბადის გამოყენებას, როგორც COVID-19-ის ყოვლისმომცველი სტრატეგიის ნაწილს, თუმცა ამით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ზომების ჩანაცვლება არ უნდა მოხდეს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ პირბადის გამოყენებას, როგორც ერთ-ერთ საშუალებას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. ამასთან, ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა ზომების შემცვლელი არ უნდა იყოს“ -  აღნიშნა კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვამ.

 

დღის ამბები