05 მაისი 2024,   03:19
ვრცლად
იმედი მაქვს, პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრას ევროგაერთიანება დროულად მოახერხებს - ემანეულ მაკრონი მიღწეულ შთანხმებაზე

პანდემიის პირველი ტალღის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზიანის აღმოსაფხვრელად ევროპის ქვეყნებმა 4 დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს.

750 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტში 390 მილიარდი ევრო გრანტების, ხოლო 360 მილიონი სესხის სახით იქნება გამოყოფილი. გრანტების სახით ფინანსური დახმარების დიდ ნაწილს ევროკავშირის ის წევრები მიიღებენ, რომლებიც პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ, მათ შორის, იტალია და ესპანეთი.

"ევროპის კეთილდღეობისთვის ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და შეთანხმება შევძელით, ახლა მხოლოდ დეტალებია შესათანხმებელი, 4 დღიანი მძიმე მოლაპარაკებები საბოლოოდ წარმატებით დასრულდა. იმედი მაქვს, პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრას ევროგაერთიანება დროულად მოახერხებს," - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

დღის ამბები