05 მაისი 2024,   10:20
ვრცლად
ავსტრალიის სამხრეთ რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება ავსტრალიის სამხრეთ რეგიონში.

მელბურნში ახალი ინფიცირების 374 შემთხვევა გამოვლინდა. შტატის მასშტაბით ახალი რეგულაციები კვლავ ამოქმედდა. ქვეყანაში საერთო ჯამში კოვიდინფიცირების 13 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება, გარდაიცვალა 126 პაციენტი.

"ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას ჩვენ შესაბამისი რეაგირებით ვუპასუხეთ, მართალია 374 შემთხვევა არც ისე ცოტაა, თუმცა რომ არა დროული შეზღუდვები ათასობით ინფიცირებული გვეყოლებოდა," - განაცხადა ვიქტორიას ოლქის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ბრეთ სატონიმ.   

დღის ამბები