05 მაისი 2024,   05:29
ვრცლად
"პაციენტების დახმარების რესურსი აღარ გვაქვს, კლინიკა ინფიცირებულებს ვეღარ იტევს" - COVID ვითარება ინდოეთში

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 37 000-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში 587 პაციენტი გარდაიცვალა, ინფიცირების დიდი წილი ქალაქ დელიზე მოდის, ქვეყნის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქში მჭიდრო დასახლებამ ვირუსის გავრცელების სისწრაფე საგრძნობლად გაზარდა.

საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ 200 000-ს აღწევს, დაღუპულია 28 000-ზე მეტი პაციენტი.

"ყველას გვსურს დახმარება გავუწიოთ პაციენტებს, თუმცა ამის რესურსი აღარ გვაქვს, კლინიკა ინფიცირებულებს ვეღარ იტევს. საჭიროა დამატებითი ინფრასტრუქტურა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა პაციენტები სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩნენ," - აცხადებს ექიმი არუში საინი.  

დღის ამბები