05 მაისი 2024,   11:43
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელმა 15 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის მაჩვენებელმა 15 მილიონს გადააჭარბა. 9-მილიონზე მეტი ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. COVID-19-ის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული შეერთებული შტატებში, სადაც გასულ დღე-ღამეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველად კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

რთული ეპიდსიტუაციაა ბრაზილიაში, მექსიკასა და სამხრეთ ამერიკის სხვა სახელმწიფოებში. პრევენციის ზომებს ამკაცრებს ავსტრია. ქვეყნის სავაჭრო ობიექტებსა და სხვა დაწესებულებებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

რაც შეეხება რეგიონს - მონაცემები ისევ მატულობს რუსეთსა და თურქეთში. ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში 13, სომხეთში კი 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.


დღის ამბები