გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი არ ადასტურებს, გავრცელებულ ინფორმაციას გარდაცვლილის მიერ დატოვებული წერილის თაობაზე, რომელიც, შესაძლოა, თვითმკვლელობაზე მიანიშნებდეს.
"პატარა წერილებია, ყოველდღიურად ადამიანი რომ რაღაცებს ჩაიწერს, რომელიც თავის საფულეშია, საბანკო პლასტიკური ბარათებია, პირადობა. მე მესმის წერილებთან დაკავშირებით, თითქოს რაღაცას უტოვებდა ოჯახს, არანაირი გვარი, სახელი არ წერია. ვისი მისამართითაა, არც გვარია მითითებული, არც სახელი და არ არის მითითებული ვისთვისაა განკუთვნილი. ეს იყო ჩვეულებრივად, დილით რომ გამოდის ადამიანი გალამაზებული, მშვენიერ ფორმაში, ასე იყო მოწესრიგებული, ულამაზესი გოგო გამოსული,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ავტომანქანიდან და დაღუპულის ჩანთიდან ასევე ამოღებულია სხვადასხვა ტიპის წამლები. ცხედარი უკვე გადაასვენეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. გარდაცვლილის მანქანა კი შემთხვევის ადგილზე რჩება, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებენ.
ავტორი: მირიან გორგოძე