18 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
მოსახლეობის 50%-ზე მეტი გამოკვლევებზე არ გამოდის - ამირან გამყრელიძე გარდაბნის სოფლების ჩაკეტვას არ გამორიცხავს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ თუკი მოსახლეობისგან სკრინინგთან დაკავშირებით სრული მზაობა არ იქნება, შესაძლოა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ჩაიკეტოს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის დიდი რაოდენობა კვლევების ჩატარებაზე უარს აცხადებს, შესაბამისად, საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილება. 

"გარდაბნის ყველაზე დაზიანებულ სოფლებში მიმდინარეობს კვლევები, გასული იყვნენ ჩვენი ბრიგადები, მაგრამ დამყოლობა მაინც არ არის ისეთი, როგორიც გვინდა. დღეს მთელი დღის განმავლობაში სულ რაღაც 250-მდე ნიმუში იქნა აღებული, მეტი ვერა.

თუ რა თქმა უნდა, მოსახლეობისგან არ იქნა შესაბამისი თანმხვედრი ნაბიჯები, ეს ჩაკეტვის საკითხი განიხილება საკოორდინაციო საბჭოზე შემდგომ, იმიტომ რომ უნდა მოხდეს იქ ფართომასშტაბიანი კვლევები, რათა ინფიცირებულები სწრაფად იქნენ ინდენტიფიცირებულნი და შემდგომ გადაყვანილნი სამკურნალოდ. საკმაოდ დიდი რაოდენობა, მოსახლეობის 50%-ზე მეტი, არ გამოდის გამოკვლევებზე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები