თბილისსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ერგნეთში მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში განახლდება.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების" ფარგლებში არსებული მოლაპარაკებების ფორმატში შეხვედრა 30 ივლისსაა დაგეგმილი.
სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, შეხვედრა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარდება.