თერჯოლაში სახალხო დღესასწაული "თერჯოლობა 2026" აღნიშნეს. გაიმართა კულტურული, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობები. მოეწყო საგამოფენო და შემეცნებით-გასართობი სივრცეები, თემატური პავილიონები. თეატრალური წარმოდგენები. საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს ექვს თერჯოლელს.
ასევე, დაჯილდოვდნენ უმაღლესი ქულების მქონე პირველკურსელები, წარმატებულ სპორტსმენები და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის წარმომადგენლები. საღამო მუსიკალური პროგრამით და ფეიერვერკით დასრულდა.