01 ნოემბერი 2026,   15:38
ვრცლად
პრეზიდენტი არ შეიძლება იდგეს უკან და ეუბნებოდეს პოლონელებს: "წინ". პასუხისმგებლობა ნიშნავს იყო პირველი იქ, სადაც საჭიროა ემსახურო პოლონეთს, მიიღო რთული გადაწყვეტილებები და აიღო პასუხისმგებლობა - კაროლ ნავროცკი​

"საკონსტიტუციო ტრიბუნალსა და მის მოსამართლეებზე თავდასხმა კანონის უზენაესობის დანგრევის პროცესის კიდევ ერთი თავია" - აცხადებს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და ამბობს, რომ კომპრომისზე წასვლა დაუშვებელია.

ვარშავაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სახელმწიფო ვიზიტი გააუქმა პოლონეთის პრეზიდენტმა - კაროლ ნავროცკი მმართველ პარტიას კონსტიტუციური წესრიგის რღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ის რთული გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არის.

"პრეზიდენტი არ შეიძლება იდგეს უკან და ეუბნებოდეს პოლონელებს: "წინ". პასუხისმგებლობა ნიშნავს იყო პირველი იქ, სადაც საჭიროა, რომ ემსახურო პოლონეთს, მიიღო რთული გადაწყვეტილებები და აიღო პასუხისმგებლობა", - განაცხადა კაროლ ნავროცკიმ.

დღის ამბები