"ვარდისფერი ოქტომბრი" კამპანია გრძელდება. ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეროვნული ლიგის კლუბები შეუერთდნენ.
"დინამო არენაზე" გამართულ მატჩებზე გუნდების კაპიტნები და მსაჯები მოედანზე ვარდისფერი სიმბოლიკით გამოვლენ.
"ფეხბურთის ფედერაცია შეუერთდა "ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიას. ხუთი თამაში ვარდისფერი სიმბოლიკით გაფორმდება. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის მსგავსი მხარდაჭერა ფეხბურთის ფედერაციის და ფეხბურთელების მხრიდან," - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა.