02 მაისი 2024,   10:50
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა საბერძნეთში - კაცმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო დამქირავებელი მოკლა

საბერძნეთში სასტიკი მკვლელობა მოხდა. კაცმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო დამქირავებელი მოკლა.

შემთხვევა ფილიატრას მახლობლად მოხდა. პაკისტანის 34 წლის მოქალაქე, 57 წლის ქალის ფერმაში მუშაობდა. ქალმა ის სამსახურიდან დანაშაულამდე ცოტა ხნით ადრე გაათავისუფლა.

მამაკაცმა ქალს ბასრი საგნით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის დროს ნიღაბი ეკეთა, თუმცა, მისი იდენტიფიცირება კამერების საშუალებით მაინც მოხდა.

დღის ამბები