ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში, ოთხი წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ეზოში არსებულ სათავსოში შევიდა და ელექტროგაყვანილობას შეეხო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.