27 აპრილი 2024,   07:44
ვრცლად
აშშ-ში ტროპიკულ შტორმს 4 ადამიანი ემსხვერპლა - 3 მილიონზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტროპიკულ შტორმს 4 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე დიდი ზიანი ჩრდილოეთ კაროლინის შტატს მიაყენა. ორი ადამიანი ტორნადოს შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილები არიან ნიუ-იორკშიც.

ორივე შტატში სტიქიის გამო 3 მილიონზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. შტორმისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი კანადისკენ გადაინაცვლებს.

დღის ამბები