05 მაისი 2024,   08:14
ვრცლად
დანგრეული ქალაქი, 100-ზე მეტი გარდაცვლილი და დაშავებულებით სავსე საავადმყოფოები - მძიმე ფოტოები ბეირუთიდან

ლიბანის დედაქალაქში, ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ - ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებას ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა. 

ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა. 

BBC წერს, რომ ჯერ არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია ნივთიერების აფეთქება. 

ფოტოები ეკუთვნის BBC-ს

ტერიტორია, სადაც აფეთქება მოხდა, მთლიანად განადგურდა

მიმდებარე ტერიტორია, სადაც აფეთქება მოხდა, მთლიანად განადგურდა. 

აფეთქების გამო ქალაქში უამრავი შენობა დაინგრა.

ნანგრევებად იქცა როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე - სხვადასხვა დაწესებულება. 

აფეთქება ლიბანში ეკონომიკურ კრიზისსა და პანდემიის გამო შექმნილ სირთულეებს დაემთხვა.

ქალაქის საავადმყოფოები დაშავებულებით არის სავსე. 

 

დღის ამბები