27 აპრილი 2024,   08:34
ვრცლად
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს პოსტის დაკავება მეექვსედ სურს

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებია. პრეზიდენტობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის. მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი, 65 წლის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში პოსტს მეექვსე ვადით დაიკავებს.

პრეზიდენტობის კანდიდატია სვეტლანა ციხანოვსკაიაც, ცნობილი ბლოგერისა და დაპატიმრებული აქტივისტის, სერგეი ციხანოვსკის მეუღლე, რომელიც საარჩევნო ბრძოლაში სწორედ სერგეი ციხანოვსკის დაკავების შემდეგ ჩაერთო.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მინსკში სწორედ სვეტლანა ციხანოვსკაიას მხარდამჭერი მასშტაბური აქციები იმართებოდა.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიხურება.

დღის ამბები