მესტიაში გაფართოებული ტესტირება დაიწყო - ადგილზე 10 ეპიდემიოლოგიური ჯგუფი მუშაობს. მანამდე COVID-19-ის ფაქტები მხოლოდ ლენჯერში ფიქსირდებოდა. არ არის გამორიცხული უშგულში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას. ლენჯერში დასრულებული ტესტირების მიუხედავად, მკაცრი საკარანტინე რეჟიმი ისევ შენარჩუნდება. 4 დღეში მუნიციპალიტეტში COVID-19-ის 32 შემთხვევა დადასტურდა.
შემთხვევების რაოდენობა მესტიის პარალელურად ყაზბეგშიც იზრდება. ამ ეტაპზე ვირუსი 20 პირს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები მონაცემების ზრდას არ გამორიცხავენ.