05 მაისი 2024,   02:00
ვრცლად
გიორგი ვაშაძე მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებს აპროტესტებს

"სტრატეგია აღმაშენებელი" მედიკამენტებზე ხელოვნურად გაზრდილ ფასებს აპროტესტებს. გაერთიანების ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოდის ახალი ინიციატივით, რომ დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი, რომელიც კონკრეტული მედიკამენტების 50%-დან,70%-პროცენტამდე გაიაფებას გულისხმობს.

"უსამართლოა, როდესაც საქართველოს აბსოლუტურ მოსახლეობის არჩევანის გაკეთება უწევს - ან საჭმელი, ან - მედიკამენტები. მედიკამენტებზე ფასი იმდენად ძვირია, რომ აჭარბებს ევროპაში გაცილებით უფრო ხარისხიანი წამლის ფასს. უნდა დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტი ფასების წარმოქმნის გამჭვირვალობის და 20%-ზე მეტი არ უნდა იყოს მოგება არ უნდა იყოს წამალზე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები