26 აპრილი 2024,   15:17
ვრცლად
სიცრუის დეტექტორზე გამოკითხვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით არ რეგულირდება, შესაბამისად, ამ ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია - დავით ყაზარაშვილი

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი,  ბრალდებული არასრულწლოვნების მოთხოვნაზე, სიცრუის დეტექტორზე გამოკითხვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და არც საქართველოში არსებული ნებისმიერი სამართლებრივი დოკუმენტით ეს საკითხი არ რეგულირდება. შესაბამისად, ამ ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია. 

"რაც შეეხება სიცრუის დეტექტორს, აღნიშნული არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და არც საქართველოში არსებული ნებისმიერი სამართლებრივი დოკუმენტით არ რეგულირდება, არ არსებობს ასეთი ცნება. შესაბამისად, შეუძლებელია ამ ღონისძიების ჩატარება. იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება და თუ უნდათ ასეთი ღონისძიების ჩატარება, რაც არარეალურია, ასეთ შემთხვევაში, თავადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აძლევს მათ შესაძლებლობას, რომ იგივე პირობებში, როგორც ბრალდების მხარე ატარებს საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს, ჩაატარონ თავად ეს ღონისძიება და ამაში შეზღუდვა არანაირი არ აქვთ“- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, სიცრუის დეტექტორის გამოყენების მოთხოვნით 3 ბრალდებული არასრულწლოვანი შიმშილობს. 

დღის ამბები