18 აპრილი 2024,   07:20
ვრცლად
ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.

მღებრიშვლის ოჯახი მასშტაბური აქციების გამართვას აპირებს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება 10 დღის ვადაში არ გაათავისუფლებს ხვიჩა მღებრიშვილს. ოჯახი საქართველოს პრემიერს და პრეზიდენტსაც მიმართავს დახმარების თხოვნით.  

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ე.წ საზღვრის დარღვევის გარდა ბრალად დასდეს "წითელ წიგნში" შეტანილი იშვიათი სახეობების ღამურების მოპოვების მცდელობა.
 
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის "ვიდეო აღიარებაც" გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 ათასიდან 10 ათას დოლარამდე ჰპირდებოდნენ.
დღის ამბები