რამდენიმე წუთის წინ აფეთქების ხმა გაისმა ახალქალაქში. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის მარდუნ მკოიანის მანქანა აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტომობილის აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, უკავშირდება თუ არა ფაქტი ახალქალაქში 26 მარტს მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას. საქმე უკავშირდება კონფლიქტს, რომელშიც პარლამენტის წევრის ძმისშვილი მონაწილეობდა.
ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების კადრები რამდნიმე კვირის წინ გავრცელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ისვრიან "ქართული ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ძმისშვილი პეტროსიანების მისამართით.
კადრებში, ასევე, ჩანს ენზელ მკოიანის ძმა, მარდუნ მკოიანიც.
შსს–მ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 29 მარტს კი, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი ახალქალაქში სამველ პეტროსიანი და ენზელ მკოიანის ძმისშვილი დააკავეს.