02 მაისი 2024,   19:50
ვრცლად
ბელარუსის დედაქალაქში ოპოზიციის ორგანიზებით აქცია "აღსარების ჯაჭვი" გაიმართა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ოპოზიციის ორგანიზებით, აქცია "აღსარების ჯაჭვი" გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალაქში ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ჯაჭვი კურაპატების ტყის მასივიდან იწყებოდა, სადაც საბჭოთა რეპრესიების დროს ადამიანებს ხვრეტდნენ და მარხავდნენ, ხოლო ცოცხალი ჯაჭვის ბოლო, დროებით იზოლატორთან იყო, სადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტები იმყოფებიან.

"აქცია "აღსარების ჯაჭვი" ეძღვნება მათ, ვინც პასუხისმგებელია იმ ბოროტებასა და დამცირებაზე, რომელიც რამდენიმე დღეა გამეფდა ჩვენს ქვეყანაში, თუ გვინდა ცვლილებები ქვეყანაში უნდა გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ," - აცხადებს აქციის მონაწილე ვასილი პრიბასჩუკ.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მეორე კვირაა ითხოვენ.

დღის ამბები