05 მაისი 2024,   04:50
ვრცლად
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება, რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში სტატისტიკას 4 900 ადამიანი დაემატა, 73 პაციენტი გარდაიცვალა.

რაც შეეხება სომხეთს, ქვეყანაში ინფექციის 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

თურქეთში დღეს 1 309 ახალი ფაქტი დარეგისტრირდა, 22 ინფიცირებული ვირუსთან ბრძოლაში დამარცხდა. აზერბაიჯანში 184 ახალი ფაქტია, სამი პირი დაიღუპა.

დღის ამბები