27 აპრილი 2024,   05:59
ვრცლად
კრემლში ალექსეი ნავალნის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავენ

კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ კრემლში, ჯერჯერობით, იმის საფუძველს ვერ ხედავენ, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმეზე გამოძიება დაიწყოს, ამის შესახებ პესკოვმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნავალნისთან დაკავშირებით მომხდარზე გამოძიებისთვის საბაბი უნდა არსებობდეს. პუტინის პრესმდივნის თქმით, ექიმებმა ჯერ ის ნივთიერება უნდა აღმოაჩინონ, რომელმაც პოლიტიკოსზე ზემოქმედება მოახდინა და დაადგინონ, რა გახდა ამ მდგომარეობის მიზეზი.

ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკა Charite-ის ინფორმაციით, სამედიცინო გამოკვლევები მიანიშნებს, რომ ალექსეი ნავალნი, როგორც ჩანს, მოწამლეს.

დღის ამბები