27 აპრილი 2024,   06:52
ვრცლად
დგას, თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ ლუკაშენკოს ლეგიტიმაცია - ევროკავშირის 27 ქვეყანა ბელარუსის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ევროკავშირის 27 ქვეყანა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ქვეყნის უცვლელი პრეზიდენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არის და მას ახლა, მოკავშირედ ფაქტობრივად მხოლოდ რუსეთი დარჩა.

ალექსანდრ ლუკაშენკო სულ უფრო მეტად ბაძავს მის რუს კოლეგას, რომელიც მზად არის საპრეზიდენტო პოსტის შენარჩუნებისთვის ლუკაშენკოს პოლიციელებიც კი გაუგზავნოს. დასავლეთის კრიტიკისა და ნატოს წვრთნების საპასუხოდ "ბატკად" წოდებულ ბელარუსის ლიდერს, არმია მზადყოფნაში მოჰყავს და დასავლეთ საზღვრებთან გადაჰყავს.

ალექსანდრე ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ მასშტაბური აქციების უკან, რომელიც ბელარუსში მეცხრამეტე დღეა მიმდინარეობს, დასავლეთი დგას.

ლუკაშენკო არ ინდობს დასავლელ ჟურნალისტებსაც, გუშინ მინსკში ადგილობრივი და უცხოელი 20 რეპორტიორი დააპატიმრეს.

დღის ამბები