05 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
მინსკში ​20 დღიანი აქცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება - ლუკაშენკოს მხარდამჭერი ვლადიმერ პუტინი კი ამბობს, რომ ბელარუსში არჩევნები შედგა

20 დღიანი უწყვეტი აქციები ბელარუსში ისევ გრძელდება. დღითიდღე, სოლიდარობას ქვეყანაში სულ უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს. იმ ფონზე, როცა ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ბელარუსში არჩევნები შედგა.

ისევე, როგორც სხვა შეფასებებში, ამ საკითხზეც პუტინისა და ლუკაშენკოს აზრები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობის ნაწილი ამ პოზიციის გაზიარებას არ აპირებს და ქუჩაში თავისუფლების მოთხოვნით ისევ გამოდის.

გასულ ღამეს მინსკის დამოუკიდებლობის მოედანზე აქცია პერფორმანსი ბელარუსმა ქალებმა გამართეს, რითაც მინსკის ქუჩებში შეკრებილ ათასობით დემონსტრანტს სოლიდარობა გამოუცხადეს.

"ჩვენს საზოგადოებას ნდობა აქვს დაკარგული 26 წლიანი რეჟიმის მიმართ, რომელიც სიცრუეში გვაცხოვრებდაგაგვიყალბა არჩევნების შედეგები, ვუერთდებით საზოგადოებას, რომელსაც სურს ცვლილებები,"- აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი. 

გარე ფაქტორებთან დაკავშირებულ თემას, ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, სვეტლანა ციხანოვსკაიას ბოლო ვიდეო მიმართვა ეხება. ლუკაშენკოს რეჟიმს გაქცეული აქტივისტი აქცენტს სამხედრო ინტერვენციის რისკებზე აკეთებს და ამბობს, რომ მსგავსი სცენარი მიუღებელია.

"ერთის მხრივ ძალიან ვღელავ იმაზე რაც ბელარუსში ხდება, ჩვენი ხელისუფლება ემუქრება და ავიწროებს ჩვენს მოქალაქეებს, ყოველი საპროტესტო აქცია დაპატიმრებებით სრულდება, თუმცა 26 წლის შემდეგ ჩვენი საზოგადოება ერთიანია და ვფიქრობ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ლუკაშენკოს რეჟიმისგან დამოუკიდებლად დაბრუნებას," - აღნიშნავს ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია

დღის ამბები