05 მაისი 2024,   11:16
ვრცლად
ინდოეთში ინფიცირების რეკორდი დაფიქსირდა - ქვეყანაში კორონავირუსის 85 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში COVID ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, პაციენტების რაოდენობა თითქმის 8 000-ით გაიზარდა, საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.

"დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის უსაფრთხოებაა, უნდა ვეცადოთ შევქმნათ გამართული ჯანდაცვის სისტემა, უზრუნველვყოთ მოქალაქეები საჭირო სამედიცინო ინვენტარით და ვიმუშაოთ იმაზე, რომ დროულად მოხდეს ვაქცინის შექმნა,"- აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

ესპანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მედიკოსებმა 9 800 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, 1500-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი იტალიაში, სადაც 9 ლეტალური შემთხვევაც დაფიქსირდა.

მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა ინდოეთში, აქ კორონავირუსით ინფიცირების 85 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს მსოფლიოში, ერთ დღეში აღრიცხული ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასობაში კი, უნგრეთმა და უკრაინამ დღეიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტა, მიზეზი ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდაა.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში 25 მილიონი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, 840 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები