05 მაისი 2024,   01:54
ვრცლად
მარიხუანას ფედერალურ დონეზე ლეგალიზაციის საკითხს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა კენჭს სექტემბერში უყრის

სექტემბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, მარიხუანას ფედერალურ დონეზე ლეგალიზაციის საკითხს კენჭს უყრის. კანონპროექტი, მარიხუანას აკრძალული ნივთიერებების სიიდან ამოღებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე აშშ-ის კონგრესის არცერთ პალატას მსგავს საკითხზე კენჭი არასდროს უყრია. მარიხუანას აღნიშნული სიიდან ამოღება ნიშნავს, რომ იგი ფედერალურ დონეზე აკრძალული არ იქნება. მისი გაყიდვის ლეგალიზაციისთვის შტატების ხელისუფლებამ შესაბამისი ცვლილებები უნდა შეიტანოს კანონმდებლობაში.

დღის ამბები