05 მაისი 2024,   05:26
ვრცლად
"პუტინო, დალიე ჩაი" - რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტი მოქალაქეებმა აქციით გააპროტესტეს

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში დღეს ასობით ადამიანმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა რეგიონში პოლიტიკური კრიზისის მიმართ პუტინის დამოკიდებულება და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, შესაძლო მოწამვლის ფაქტი გააპროტესტეს.

"პუტინო, დალიე ჩაი" - სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რითაც ისინი ალექსეი ნავალნის საქმეზე მიანიშნებდნენ, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, თავი შეუძლოდ აეროპორტის კაფეში ჩაის დალევის შემდეგ იგრძნო.

დღის ამბები