05 მაისი 2024,   06:27
ვრცლად
ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის - BBC

ამაზონის ჯუნგლებში ლონდონზე 10-ჯერ დიდი ტერიტორია იწვის, ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯუნლგებში ცეცხლი რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა და ამჟამად სულ ხანძრის 1 600-ზე მეტი კერაა, რაც გასული წლის ამავე მონაკვეთთან შედარებით 3-ჯერ მეტია.

ამასთან, ბოლო 12 თვის განმავლობაში ამაზონის ჯუნგლებში ხეების ჭრა 34.5%-ით არის გაზრდილი. გარემოს დამცველი ორგანიზაციები, ბრაზილიის ხელისუფლებას მოუწოდებენ, ტროპიკული ტყეების მასობრივი განადგურება შეაჩერონ.

დღის ამბები