05 მაისი 2024,   09:40
ვრცლად
ბერლინში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეებმა დემონსტრაციის გამართვის ნებართვა მიიღეს

ბერლინში კორონავირუსის გამო, შეზღუდვების მოწინააღმდეგეებმა ნებართვა მიიღეს, გამართონ დემონსტრაცია - "უნტერ დენ ლინდენის" ქუჩიდან ბრანდენბურგის ჭიშკრის გავლით ტირგარტენამდე.

ამ კვირაში ორგანიზატორების უკმაყოფილება გამოიწვია ქალაქის გადაწყვეტილებამ, არ დაერთოთ ნება ამგვარი მსვლელობის მოსაწყობად.

თუმცა ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბოლო წუთში მიიღო გადაწყვეტილება და დემონსტრაციის გამართვის ნებართვა გასცა. ამის ფონზე, ევროპის ქვეყნებში COVID-19-ის შემთხვევათა რიცხვი იზრდება.

ორგანიზატორებმა სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს, როგორც თავიანთი "ფუნდამენტური უფლებების წარმატება".

ადრე გამართული ამგვარი დემონსტრაციის მონაწილეები არ იცავდნენ ფიზიკურ დისტანციას და არ ეკეთათ ნიღბები.

დღის ამბები