საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 1469-ს შეადგენს. ინფორმაცია stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
გამოჯანმრთელდა 25 პაციენტი და მათი რიცხვი 1221-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 221 პაციენტი გადის.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტია გარდაცვლილი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქე გადმოყვანილი.