27 აპრილი 2024,   04:06
ვრცლად
ლაგოდეხის სოფლებს მავნებელი ჭია ალურა შეესია - მოსახლეობა შველას ითხოვს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფელ ხიზაბავრასგურგენიანისა და მსხალგორის მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლებში საკარმიდამო ნაკვეთებსა და საცხოვრებელ სახლებს მავნებელი ჭია, სავარაუდოდ - ალურა შეესია, რომელმაც ერთწლიანი კულტურების ნაწილი უკვე გაანადგურა. 

მათივე თქმით, თუ დროულად არ მოხდება პრევენციული ზომების გატარება საქონელი საძოვრის გარეშე დარჩება და შემოსავალი აღარ ექნებათ.

მოსახლეობა ხელისუფლებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან შუამდგომლობას სთხოვს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვთ და უახლოეს პერიოდში  სავარგულების შეწამვლა იგეგმება.

დღის ამბები