კორონავირუსის სტატისტიკის მატების მიუხედავად, ქვეყანაში საგანგებო მდგომარობის გამოცხადება არ იგეგმება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
"დღეს არის გამოვლენილი 218 შემთხვევა, სამწუხაროდ გარდაიცვალა ორი პაციენტი. გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს ჩვენ კიდევ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და მართვადია. ამისთვის უწყებათშორისი საბჭოს თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებ მთელი ქვეყნის მასშტაბით არ ვაპირებთ რისი შიშებიც მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება გამოყენებული იყოს რეგიონებში, ეს დამოკიდებულია ადგილზე არსებულ ეპიდვითარებაზე,"- განაცხადა მთავრობის ადმინსტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.