27 აპრილი 2024,   01:36
ვრცლად
არეულობა აშშ-ში - კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში საპროტესტო გამოსვლების დროს ორ პოლიციელს ესროლეს

არეულობა ამერიკის შეერთებულ შტატებში - კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში საპროტესტო გამოსვლების დროს ორ პოლიციელს ესროლეს. აქციაზე ათასობით ადამიანი მას შემდეგ გავიდა, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 26 წლის აფრო-ამერიკელი ბრეონა ტეილორის მკვლელობასთან კავშირში მყოფი ოფიცრები დამნაშავეებად არ ცნო.

ლუისვილში ამ ეტაპზე კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილზე მობილიზებულია ეროვნული გვარდია. ბრეონა ტეილორის სახლში პოლიციელები 13 მარტს შეიჭრნენ. 26 წლის ქალი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

დღის ამბები