27 აპრილი 2024,   01:24
ვრცლად
ლევან კობერიძე ვაკეში მოსახლეობას შეხვდა და "ლელოს" მთავარი ხედვა - ე.წ. "მარშალის გეგმა" გააცნო

"ლელო საქართველოსთვის"ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა. ლევან კობერიძემ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

პარტიის მთავარი ხედვა ე.წ. ახალი "მარშალის გეგმაშია" ჩამოყალიბებული, რომელიც
ქვეყანაში ეკონომიკური, სოციალური და სხვა მიმართულებით რეფორმებს ითვალისწინებს.

"ვაცნობთ ჩვენს პროგრამას, ახალ "მარშალის გეგმას", რომელშიც თითოეული ჩვენი მოქალაქის, ამ უბნის თითოეული მაცხოვრებლის პრობლემების გადაჭრის გზებია ასახული. გვაქვს დისკუსია," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დღის ამბები